„ნუ დაიზარებთ, წერეთ, არსებულ პრობლემებზე!“

მიუხედავად ბევრი მსჯელობისა თუ გარემოს დაცვის სამინისტროსა და მერიას შორის დავისა, ვის ეკუთვნოდა მტკვრის დასუფთავების კომპეტენცია, საბოლოოდ მაინც დედაქალაქის მერიამ აიღო პასუხისმგებლობა და მტკვრის გასუფთავების პირობაც დადო.
თბილისში არსებული მდინარის სავალალო მდგომარეობა უკვე ევროპაშიც შენიშნეს,
უსუფთაობის გამო განსაკუთრებით, ესტონეთის საელჩომ გაგვაკრიტიკა.

ამასთან დაკავშირებით სატირულ-იუმორისტულ სტატუსსს რუსი ბლოგერი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე „Пограничная ZONA“ აქვეყნებს.

„თბილისის მერიამ, როგორც იქნა, მიიღო მტკვრის დასუფთავების გადაწყვეტილება.
ამ ნაბიჯის გადადგმაში მას ესტონეთის საელჩოს კრიტიკული პოსტი დაეხმარა.
მოგმართავთ თხოვნით, ძვირფასო ესტონეთის საელჩოვ! გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისმიერება და დაწეროთ სამუშაო ადგილებზე, სოციალური პოლიტიკის არარსებობაზე! ძვირფასო დიპლომატებო, გემუდარებით, ნუ დაიზარებთ, წერეთ არსებულ პრობლემებზე! არჩევნების მახინაციებზე, პროკურატურაში არსებულ „ბარდაგზე“ , სარალიძეზე და მაჩალიკაშვილზე... წერეთ, წერეთ! მე მჯერა, საქართველო მართლა გახდება ევროკავშირის წევრი!“- წერს ბლოგერი.