ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტრომომარაგება შეუწყდა

ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ადგილობრივი ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს” ცნობით, გალის რაიონში ელექტროგადამცემ ხაზ „აჩიგვარას“ მეხი დაეცა.
ენერგოკომპანიის განცხადებით, ამ დროისათვის ელექტროენერგის მიწოდება ეტაპობრივად მიმდინარეობს.