ოლგა ბუზოვა მუსიკალურ პრემიაზე აქლემებით მივიდა

რუსეთის ტელეწამყვანი და მომღერალი ოლგა ბუზოვა, „Муз-ТВ-ს“ პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე, პალანკინზე აქლემების და აღმოსავლურ სამოსში გამოწყობილი მამაკაცების თანხლებით მივიდა.
თავად მომღერალს მოკლე ბლუზა, ელასტიკი და გრძელი გამჭვირვალე კაბა ეცვა. თავზე მას, ინდური ტიკა, მასიური ქვებით ამშვენებდა.