ორი გარდაცვლილი და დაშავებულები_ გაზის გაჟონვის გამო, რუსეთში ორსართულიანი სახლი აფეთქდა

ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, რუსეთში როსტოვსკის მხარეში, გვიან ღამით ორსართულიანი სახლი აფეთქდა.
რუსული მედიის ინფრომაციით, აფეთქებამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცია, მეორე კი 9 წლის ბავშვი.
რაიონის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი ორი დაშავებული.
საცხოვრებელი სახლის სახურავი, აფეთქების შედეგად მთლიანად ჩამოშლილია.
რუსეთის პროკურატურამ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.