ორი მინისტრის შეხვედრა კამათით დასრულდა

რუსეთის ფედერაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომდგენლემა მარია ზახაროვამ, ორი კოლეგის, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტარო კონოსა და რუსეთის საგარეო მინისტ სერგეი ლავროვის შეხვედრზე, კონოს გამოსვლა უარყოფითად შეაფასა და მას უტაქტო უწოდა. ამის შესახებ ზახაროვა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„თავდაპირველად მშვიდად ვსაუბრობდით, შემდეგ კი, მშვიდი საუბარი მწვავე კამათში გადაიზარდა“- წერს მარია ზახაროვა.
ის დამამცირებლად მიიჩნევს ასევე კამათის შემდეგ, კონოს დამცინავ ღიმილს, რომელმაც შეხვერდაზე მყოფი ყველა პირი უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა.
„უხერხულობისგან ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ,“- წერს მარია.


ორი საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის მიზანი, მეორე მსოფლიო ომის შედეგის შეჯამება და ამერიკასა და იაპონიას შორის დადებული უსაფრთხოების ხელშეკრულების გადახედვა იყო.