ორნელა მუტის, ვლადიმერ პუტინთან სადილის გამო გაცდენილი სპექტაკლისთვის, პატიმრობა ემუქრება

იტალიელ მსახიობს ორნელა მუტის 2010 წელს, რუსეთის პრეზიდენტთან ვახშმობის მიზეზით გაცდილი სპექტაკლის გამო, 6-თვიანი პატიმრობა ემუქრება.

მსახიობმა სპექტაკლის გაცდენის მიზეზად, ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და სამედიცინო ცნობაც წარადგინა, იმავე საღამოს კი, სანქტ-პეტერბურგში გამართულ საქველმოქმედო ვახშამს დაესწრო, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა, პუტინი და ორნელა მუტი ერთ მაგიდასთან ისხდნენ.

​თეატრის ადმინისტრაციამ აღნიშნული ფაქტის გამო, ორნელა მუტის სასამართლოში უჩივლა. მაშინ სასამართლომ მსახიობს 8-თვიანი პატიმრობა და 500 ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა, თუმცა მსახიობმა თანხა არ გადაიხადა, რის შედეგადაც ოჯახთან ერთად, საკუთარი სახლიდან გამოაძევეს.

ჯარიმის გადაუხდელობის გამო, მას დღევანდელი მონაცემებით 80 000 ევროს ედავებიან. იტალიის უზენაესმა სასამართლომ 9 წლის წინანდელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

აღსანიშნავია ასევე, რომ მსახიობმა რუს ჟურნალისტებთან საუბრისას, მოსკოვში ბინის ფლობის თაობაზეც განაცხადა და დასძინა, რომ მალე რუსეთის მოქალაქეობას მიიღებს.