ოსაკაში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა დასრულდა

იაპონიის ქალაქ ოსაკაში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და რუსეთის პირველი პირის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა 1 საათი და 20 წუთი გაგრძელდა. რუსეთის მხრიდან მასში მონაწილეობას: კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი დმიტრიპესკოვი, პუტინის დამხმარე იური უშაკოვი, საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრი სერგეი ლავროვი და პირველი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი იღებდნენ მონაწილეობას.


შეერთებული შტატების მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობა: სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ნაციონალურ საკითხებში პრეზიდენტის დამხმარე ჯონ ბოლტონმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ფიონა ჰილმა, ფინანსთა სამინისტროს მეთაურმა სტივ მნუჩინმა და თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სტეფანი გრიშემმა მიიღეს.
როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, მოლაპარაკებების დროს ლიდერებმა, ირანის, სირიის, უკრაინის და ვენესუელას თემები განიხილეს.
ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.