ოსაკაში ჩატარებული შეხვედრები უშედეგო აღმოჩნდა

რუსეთის ფედერაციის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრა, ქვეყნებს შორის ურთიერთობების დათბობის პერსპექტივებს არ იძლევა.

ოსაკაში, დიდი ოცეულის სამიტზე, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის საათნახევრიანი საუბარი, არაფრის მომცემი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „nsn.fm“ ავრცელებს.