ოფიციალური ცნობები და რეალური ისტორიები შერემეტიევოს ტრაგედიიდან _ რიცხვებსა და ფაქტებს მიღმა

რუსული ინტერნეტ-გამოცემა www.bbc.com 5 მაისს, შერემეტიევოს აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის ბოლო მონაცემებს გვთავაზობს. მათი ინფორმაციით, ავიაკომპანია “აეროფლოტის” ავიალაინერი “sukoi Superjet 100”, ნომრით RA-89098, კვირას, ამა წლის 5 მაისს, ავარიული დაშვების შედეგად შერემეტიევოს აეროპორტში დაიწვა.
ავიაკატასტროფა www.bbc.comის შედეგად 41 ადამიანი გარდაიცვალა. თვითმფრინავი მოსკოვი-მურმანსკის რეისს ასრულებდა. ის მოსკოვის დროით 18:03 წუთზე აფრინდა.
როგორც პილოტის ჩანაწერებით ირკვევა, 3216 მეტრის სიმაღლის მიღწევის შემდეგ, თვითმფრინავმა ავარიული დაშვება, დასაჯდომი ბილიკისკენ იწყო. ავიალაინერის ბორტზე, შემთხვევის დღეს 73 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. საფრთხის შენიშვნისთანავე, ბორტგამცილებლებმა ევაკუაცია მყისიერად გამოაცხადეს და მგზავრთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაუყოვნებლივ დაიწყეს.


Bbc-ის რუსულ გამოცემასთან საუბრისას, თვითმხილველები იხსენებენ, რომ შეჯახების სიმძლავრემ ლაინერი ორჯერ გადაისროლა, შემდეგ კი ცეცხლი გაჩნდა.
ცეცხლი თავდაპირველად ცენტროპლანს მოედო, რის შემდეგაც ლაინერის მთელ უკანა ნაწილზე გავრცელდა. რამდენიმე ბრუნის შემდეგ, თვითმფრინავი ამოტრიალდა და გაჩერდა.
ვიდეოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ავარიული დაშვების დროს, შასის ორი ძირითადი საყრდენი მთლიანად გადატყდა. ამიტომ ლაინერს, დაჯდომა ძრავის საშუალებით მოუხდა. მგზავრებმა თვითმფრინავი საავარიო კიბის საშუალებით დატოვეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში მომხდარის გამოძიების პირობას დებენ და შემთხვევის რამდენიმე შესაძლო მიზეზს განიხილავენ, როგორიცაა: პილოტების არაკვალიფიციურობა, არაშესაბამისი ტექნიკური დათვალიერება, თვითმფრინავის გაუმართაობა. ასევე განიხილება არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები, თუმცა, რეალური მიზეზი კატასტროფის ადგილზე ნაპოვნი ორი ე.წ. „შავი ყუთის“ გაშიფვრის შემდეგ გახდება ცნობილი.
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი ევგენი დიტრიხი აღნიშნავს, რომ თვითმფრინავ Superjet-100-ის ექსპლუატაციიდან ამოღების მიზეზი არ არსებობს. ავიაკატასტროფის შემდეგ 9 ადამიანი რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იქნა ჰოსპიტალიზებული. როგორც ოფიციალურ უწყებებში აცხადებენ, აქედან ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. სკლიფოსოვკის ჰოსპიტალში მოთავსებულ ოთხ დაშავებულთაგან ერთ-ერთი კი, რომლის მდგომარეობაც შედარებით მსუბუქი იყო, რუსეთის მედიკოს-ბიოლოგთა ფედერალური სააგენტოს ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის სააგენტომ, უბედური შემთხვევის დროს მარჩენალდაკარგულებისთვის პენსიის დანიშვნა დაანონსა.
მომხდარს, რუსულ გამოცემა BBC-ის ჟურნალისტებთან საუბრისას, იხსენებს ერთ-ერთი დაშავებულიც, რომელიც ბორტგამცილებელთა მხრიდან, მგზავრთა გადასარჩენად გაწეულ თავდაუზოგავ შრომაზე საუბრობს:
“გოგონებს არ შეშინებიათ გაზის სუნსა და სიბნელეში დგომის. ისინი ყველაზე ექსტრემალურ სიტოაციაში ეხმარებოდნენ მგზავრებს თვითმფრინავიდან თავის დაღწევაში!” , – აცხადებს ბორტგამცილებელთა გმირობის შედეგად გადარჩენილი მგზავრი.
მომხდარის შემდეგ გარდაცვლილთა შესახებ ცნობები მალე გავრცელდა. თავდაპირველად საუბარი 13 გარდაცვლილზე იყო, თუმცა მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ელენე მარკოვკსაიამ ცნობა 41 ადამიანის გარდაცვალების შესახებ, ოფიციალურად დაადასტურა. დაღუპულთა შორის ერთი ბორტგამცილებელია.
რუსეთის ფედერაციის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ვერონიკა სკვორცოვას ინფორმაციით, დაშავებულთა დიდ ნაწილს დამწვრობა და დაკვამლიანების შედეგად მოწამვლა აღენიშნებათ.
“თითოეული პაციენტის მდგომარეობა, საბედნიეროდ, დამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებით მძიმეა ერთი პაცინეტი ქალბატონი, რომელიც ხელოვნურ სუნთქვაზე, ვიშნევსკის ინსტიტუტში იმყოფება”, – აცხადებს მინისტრი.
მომხდარის ოფიციალური მიზეზი უცნობია. თვითმხილველთა ნაწილი ელვის დარტყმის და არასახრბიელო მეტეოროლოგიური პირობების შესახებაც ვარაუდობს, თუმცა, მომხდარის ოფიციალური მიზეზი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ტრაგედიის დროს წამი ჩერდება, ადამიანის წინაშე კი ორი არჩევანი დგება, – მიყვეს დინებას, და დაელოდოს მოვლენების განვითარებას, მოკლედ რომ ვთქვათ სიკვდილს, ან გამოიჩინოს სიმამაცე და იბრძოლოს ბუნების წინააღმდეგ, საკუთარი და, უფრო მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების შემთხვევაში, სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად.
მეორე კატეგორიის ადამიანთა წყალობით, ყველა უბერ შემთხვევას ჰყავს გმირი, გმირი, – რომელსაც საზოგადოება უნდა იცნობდეს და აფასებდეს. არც შერემეტიევოს ტრაგედიაა გამონაკლისი.
ტრაგედიის გმირზე ინფორმაციას რუსული ინტერნეტ-მედია საშუალება “НТВ” გვაწვდის, რომლის ინფრომაციით, გმირი, რომელმაც საკუთარი სოცოცხლე ხალს აჩუქა, სრულიად ახალგაზრდა მაქსიმ მოისეევია. მაქსიმი სიცოცხლის ბოლო წუთამდე, თვითმფრინავის უკანა ნაწილის კართან იდგა, რათა ადამიანებს თვითმფრინავიდან გაღწევაში, საკუთარი უკანასკნელი სასიცოცხლო ენერგიებით დახმარებოდა. მაქსიმი 22 წლის გახლდათ.