პაატა იმნაძის საზაფხულო რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე მოსახლეობას იმ რისკების შესახებ აფრთხილებს, რომელიც ზაფხულის სეზონს ახასიათებს.
პაატა იმნაძე, მედიაცენტრ “მთავართან” საუბრისას, ერთ-ერთ ძირითად პრობლემად, ნაწლავთა ინფექციებს ასახელებს.
საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, იმნაძის მთავარი რეკომენდაციაა, ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვა, განსაკუთრებით კი ხელების ხშირი დაბანა, ასევე, საკვები პროდუქტების მაცივარში მოთავსება.