პაკისტანელი მინისტრის კურიოზულმა კადრებმა ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო

პაკისტანელი პოლიტიკოსის პრესკონფერენციის მიმდინარეობისას კურიოზული შემთხვევა მოხდა, რამაც ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ლაივ-რეჟიმში ჩართვისას, ერთ-ერთ ჟურნალისტს „კატის ეფექტის ფილტრის“ გამორთვა დაავიწყდა, რის გამოც რეგიონალური მინისტრი შაუკატ იუსაფზაი მაყურებლების წინაშე კატის ულვაშებით და ყურებით წარსდგა.

აღნიშნულს სოციალურ ქსელებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ „მინისტრის კაბინეტში კატა ზის”.

ვიდეო პრესკონფერენციის დასრულებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა, მაგრამ აღნიშნულის შესახებ ფოტოები ინტერნეტ-სივრცეში კვლავ ვრცელდება.