პანკისში აქცია დაანონსდა – მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკავების მოლოდინშია

პანკისში, სოფელ დუისში, დღეს სამი საათისთვის აქციაა დაანონსებული.
„ეს იქნება ხალხის პოზიციის გახმოვანება!“- აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი სულხან ბორძიკაშვილი. ასევე ის, სხვა ადგილობრივებთან ერთად, მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების შემთხვევაში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამის მაგივრად დადგომის პირობასაც დებს.
შვილმოკლული მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დღეს ზუსტად სამ საათზე მივა. მაჩალიკაშვილი დაკავებას ელოდება.