პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ახალი საფრთხე ემუქრება

ხანძრის შემდეგ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კიდევ უფრო მასშტაბური დაზიანების საფრთხე არსებობს. გოტიკური ტაძრის გადასარჩენად, დღეს საგანგებო სამუშაოები მიმდინარეობს.

საფრანგეთის დედაქალაქში საღამოს ძლიერი წვიმასა და ჭექა-ქუხილს ელიან, რაც ტაძარს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს.

ტაძრის საცავი, რომელიც ხანძრის დროს ნაწილობრივ ჩამოინგრა, სახანძრო ოპერაციის გამო ისედაც დატბორილია. არქიტექტორები შიშობენ, რომ ძლიერმა წვიმამ იგი შესაძლოა მთლიანად ჩამოანგრიოს.

დამატებითი ნგრევის თავიდან აცილების მიზნით, არქიტექტორები ტაძრის გადაფარვას ცდილობენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 15 აპრილს დაიწვა. მის აღსადგენად 1 მილიარდზე მეტი ევრო მოგროვდა. საფრანგეთის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ პარიზის სიმბოლო, 2024 წლისთვის აღდგება.

 

წყარო: info9.ge