პარლამენტის შენობის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს

პარლამენტის შენობის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს – ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე სიტყვით სამოქალაქო აქტივისტები გამოდიან. უცნობია, რას უკავშირდება დაცვის გაძლიერება პარლამენტის შენობის ეზოში. ამ წუთებში ადგილზე ოთხი ყვითელი მუნიციპალური ავტობუსი და ათობით პოლიციელი იმყოფება.