პარლამენტის წინ აქცია დაიწყო -“დავამხოთ ბიძინა, წავიდეს გახარია”

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და ითხოვენ და მას გადაწყვეტილების მისაღებად სამ საათს აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აქციების დაწყებით იმუქრებიან.
აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია. ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

აქციის მონაწილე, ახალგაზრდა  ბიძინა ივანიშვილის დამხობის ინიციატივით გამოდის და პარლამენტის წინ განცხადებას აკეთებს:

“გავრილოვის დანახვისას პარლამენტარის სკამზე, პირველი რეაქცია იყო  ცრემლები, ამ ცრემლებმა ბევრი გამოიყვანა აქ. გუშინ ამის გამო გვესროლეს დამიზნებით თვალებში. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ გახარიას გადადგომა. ჩვენი მიზანი უფრო შორს მიდის და ეს ბიძინას დამხობაა”. – აცხადებს აქციის მონაწილე.