პარტიამ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” რუსეთის პრეზიდენტს თანაგრძნობის წერილი გაუგზავნა

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაღესტანში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით საქართველოს პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პოლიტსაბჭომ თანაგრძნობის წერილი გაუგზავნა. წერილს პარტიის თავმჯდომარე, მიხეილ ჟღენტი აწერს ხელს:

– “პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!

ქართული პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” სახელით, გითანაგრძნობთ, მახაჩყალასა და დერბენდში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით.

რუსეთის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ომი მიმდინარეობს.

თანაგრძნობის წერილი რუსეთის პრეზიდენტს

გვჯერა, რუსი საზოგადოება არ შედრკება და ქვეყნის მთავრობასთან ერთად მტერს, რომელიც რუსეთისთვის სასიკვდილო დარტყმას ცდილობს – ღირსეულ პასუხს გასცემს.

პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” მყარად დარწმუნებულია რუსეთის გამარჯვებაში და მომავალში მის სტაბილურ კეთილდღეობაში!

პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” პოლიტსაბჭოს სახელით,

პარტიის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი