პატიმარი: ხელისუფლებავ, გვიშველე! დაგვეხმარე!

რუსეთის ფედერაციაში, დაღესტნის ოლქში ციხეში ზის მარნეულელი აზერბაიჯანელი, საქართველოს მოქალაქე შალიგო  იდაიათ ოღლი იდრისოვი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან  შველას ითხოვს.

იდრისოვს 25 წელი აქვს მისჯილი , საიდანაც მხოლოდ 10 წელი აქვს მოხდილი, მაგრამ ამის გამო არ ჩივის.  ციხის თანამშრომლები მას უკიდურესად უსამართლოდ და მკაცრად ეპყრობიან. ხშირად უდანაშაულო სჯიან და ჯარცერში ამწყვდევენ. შალიკო იდისოვს არც ჯანმრთელობა უწყობს ხელს – იმის გამო რომ პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, ცალი ხელი ტრავმირებული აქვს და როგორც თვითონ იტყობინება –  უხმება!

იდისოვმა მოახერხა და თურქეთში მყოფ ნათესავს „ვოცაპში“ დაწერილი წერილით  შეატყობინა თავისი მდგომარეობა.

„ მე შალიგო იადაიათ ოღლი იდრისოვი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ციხეში ვზივარ, გევედრებით დამეხმარეთ ძალიან ცუდად მეპყრობიან რასისტულად. ამიტომ უარი ვთქვი საკვების მიღებაზე და გამოვაცხადე შიმშილობა. გთხოვთ დამეხმაროთ რათა სასჯელის მოხდა გავაგრძელო საქართველოში, ოსეთში ან ჩეჩნეთში.”

როგორც სჩანს ციხის თანამშრომლებმა შეიტყვეს, იდისოვი დახმარებას რომ ითხოვდა, ამის გამო ის კარცერში მოათავსეს. წყარომ,  რომელმაც  ეს ინფორმაცია გადმოგვცა, იდისოვის მეგობარი პატიმრისგან მიიღო შემდეგი შეტყობინება:

– “ამას გიგზავნი, ძმაო, წაიკითხე დიდი ასოებით დაბეჭდე და წაიღე რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან, ან ისეთ ხალხმრავალ ადგილზე გააკარი, სადაც ბევრი ადამიანი წაიკითხავს. ალაჰის გულისთვის დაეხმარეთ, უკვე მეოთხე დღეა იზოლატორში შიმშილობს! ეს შეტყობინება შეინახე, რადგან მე აუცილებლად უნდა წავშალო ჩემი ტელეფონიდან”

ამ შეტყობინებებს კიდევ ერთი წელი მოჰყვა, რომელიც ციხეში საქართველოს მოქალაქე პატიმრების საერთო პოზიციას გამოხატავს. ის ფურცელზე დაუწერიათ,  შემდეგ  ტელეფონის კამერით ფოტო გადაუღიათ და ისე გამოუგზავნიათ:

-„ გევდრებით დაგვეხმარეთ, რათა ჩვენს სამშობლოში საქართველოში დავბრუნდეთ! ჩვენს სასჯელს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ვიხდით, სადაც პრაქტიკულად უუფლებოები ვართ. საქართველოს მოქალაქეებს დასცინიან, ამცირებენ. 1981 წელს დაბადებული შალიგო იდაიათ ოღლი იდრისოვი შიმშილობს!  რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ის პოლიციელებმა სცემეს, რის შედეგადაც ინვალიდად დარჩა!

გევედრებით გვიშველეთ!!! “

 

იმედია, საქართველოს ხელისუფლება ყურად იღებს თავისი მოქალაქეების გაჭირვებას და ქმედით ზომებს მიიღებს საქართველოში მათი ექსტრადიციისთვის.