პეტრე აკოპოვი გოლუნოვის საქმეზე: ხელისუფლება ამ საქმით, სამართალდამცავ უწყებაში არსებულ, ყველა პრობლემას მოაგვარებს

რუსი ჟურნალისტი, პეტრე აკოპოვი რუსი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას, სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა:

“გოლუნოვის ისტორიამ არამხოლოდ ჟურნალისტებში, არამედ ნებისმიერ, უბრალოდ მოქალაქეშიც, სასიკეთო ცვლილება გამოიწვია. ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ამ შემთხვევის შემდეგ ახალი და სწორი მიმართულება ავიღეთ.

ეს საქმე მხოლოდ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილ, გამომძიებელ-ჟურნალისტს არ ეხება. ამ საქმემ მთელი რიგი დარღვევები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოტიკული სტრუქტურების დანაშაულებებიც მოიცვა.

ამიტომ ამ საქმის ბოლომე გამოძიებით პირველ რიგში თავად ხელისუფლება და პოლიციაა დაინტერესებული. ამ საქმის გამოძიებით ხალხს ხელისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ნდობა დაუბრუნდება, რომელიც თანმიმდევრულად სამართლიანად, თუ უსამართლოდ დაინგრა. რაც შეეხება შემთხვევის პოლიტიზირებას კი, ყველა ჭორი ამის შესახებ მაშინვე დაინგრევა, რადგან ხელისუფლებას გოლუნოვის საქმეზე სისუტე არ გამოუჩენია. ხელისუფლებამ გოლუნოვის საქმით ყველაფერს დაალაგებს და მოგვარებს სამართალდამცავ უწყებაში არსებულ ყველა პრობლემას.” _ წერს პერე აკოპოვი

შეგახსენებთ,რომ Meduza-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. 8 ივნისს გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება აუკრძალეს. უპრეცედენტო სოლიდარობის კამპანიის დაწყების შემდეგ კი გოლუნოვი დროებით შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მას წინააღმდეგ საქმე ბრალის დაუმტკიცებლობის გამო დღეს, 11 ივნისს შეწყდა.