პოლიციამ ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ორი პირი დააკავა

პოლიციამ რუსთავში “სოკარის” ბენზინგასამართ სადგურზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით ორი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურის თანამშრომელს ორი პირი, გუშინ ღამით დაესხა თავს და ერთ-ერთმა ბლაგვი საგნით მას სახის არეში ჭრილობა მიაყენა. თავდამსხმელებმა სალაროდან თანხა გაიტაცეს.