“პრობლემები იკვეთება, როგორც პოლიციაში, ისე სკოლაში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით”

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი, ლონდა თოლორაია პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს შეხვდა.

ლონდა თოლორაიას განცხადებით:

„პრობლემები იკვეთება, როგორც პოლიციაში, ისე სკოლაში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე,მოწმეებს შორის არიან, როგორც პოლიციის თანამშრომლები, ისე სკოლის მასწავლებლები.

 ჩვენი მოწმეთა წრე არიან, როგორც პოლიციის თანამშრომლები, ასევე, სკოლის მიმართულებითაც ვმუშაობთ. იკითხება ყველა მასწავლებელი და ბავშვები.

ის ბავშვები, რომლებიც მოწმეთა სიაში არიან, განყოფილებაში გამოკითხვაზე მიყვანას, მათ ემოციურ მდგომარეობას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა.

ჯერჯერობით ვამბობ იმას, რისი თქმაც, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე შემიძლია.

 გამოძიებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დარჩება.

იმ პიროვნებას, რომელიც იმხილება ამ დანაშაულის ჩადენაში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს. ყველა ის დეტალი, რომელიც მის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას ახასიათებს, რა თქმა უნდა, საქმეში ჩაიდება და სხვა მტკიცებულებებთან ერთად იქნება განხილული.

პრობლემები, რომლებიც იკვეთება: ბავშვებთან მუშაობა, ბავშვების გამოკითხვის მეთოდიკა, ბავშვების გამოკითხვა ღამის საათებში, ბავშვების გამოკითხვა ერთმანეთის თანდასწრებით – ამ პრობლემებზე სამუშაოა და ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების სამუშაო საკითხი“.

15 წლის მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებული პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის შენობიდან წუხელ კლინიკაში გადაიყვანეს, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

გამომძიებელი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

მარიანა ჩოლოიანი შეუძლოდ დაკავების შემდეგ გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

12 დეკემბერს, დიღმის მასივში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

„მწვანე სკოლაში“ ინციდენტის გამო 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერეს.