პუტინის ბრძანებით, ნასვამ მძღოლებს ავარიის შემთხვევაში, სასჯელის გამკაცრება ელით

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ხელი ახალ კანონს მოაწერა. კანონის თანახმად, თუ საგზაო ინციდენტის დროს დაზარალებულმა, მთვრალი მძღოლის გამო, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული ზიანი მიიღო, ამ შემთხვევაში, ნასვამ მძღოლს თავისუფლების აღკვეთა 3-7 წლამდე ელის. ხოლო თუ დაზარალებული გარდაიცვლება, – 5-12 წლამდე პატიმრობა.

ინფორმაციას პორტალი „auto.vesti.ru“ ავრცელებს.