რატომ “გარდმოვიცვლებით” ხოლმე , ანუ ვიბადებით? და მერე ისევ გარდავიცვლებით – მალხაზ ჩემია:

მალხაზ ჩემია

ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

… რატომ “გარდმოვიცვლებით” ხოლმე , ანუ ვიბადებით ? და მერე ისევ ცოდვა- მადლის დაგროვების შემდგომ (ტექნიკურ ენაზე – პირადი ენერგეტიკული ველის დადებითად, ან უარყოფითად მოქცევა), კვლავ გარდავიცვლებით? , ანუ პირველ საწყისს ვუბრუნდებით ?
რაში სჭირდება “არსთა გამრიგეს” სულთა ენერგეტიკული ფორმირებები და ტრანსფორმაციები ? … აბა მხოლოდ საჭმლის გარდამამუშავებელ ბიოორგანოდ ხომ არ ვჩნდებით ? ავთან ერთად, ხომ რჩება სიკეთე , სითბო, მუსიკა, სილამაზე, მეცნიერება და სხვ. ადამიანის დანატოვარი ?
მიუხედავად უამრავი ტკივილისა, მაინც ღირს დედამიწის პოლიგონზე მოვლინება, ვისთვის “განსაწმენდელი”, ვისთვის- ჯოჯოხეთი.სული ჯერ კიდევ ჩემი სტუდენტობისას აწონეს – 2- 8 გრ. მომაკვდავის სხეულიდან ამომავალი , ნისლოვანი სულის სურათებიც გადაიღეს (იმ დროს ფეიკები არ იყო, “საიენსში” მაქვს წაკითხული.
ალბათ საწყისში დაბრუნებაც (გარდაცვალება) არაა კატასტროფა, მხოლოდ ადამიანური ეგოისტური ტკივილია. მთავარია, შენი ფუნქცია იპოვო და აღასრულო. სიკეთე თესო, ბოროტი მარგლო.
…. და მაინც – კარგია ეს ღვთის საჩუქარი სიცოცხლე.

წყარო: https://www.facebook.com/mchemia/posts/pfbid0HMzCEqPkvJKnAJ3pSw4c6nvDLtmAcpUt8YFin7FtsRn3YoQ5F6UZruEcG3mMGQRcl