რატომ ემსგავსებიან შინაური ცხოველები თავიანთ პატრონებს?

ალბათ ხშირად მიგვიქცევია ყურადღება იმ ფაქტისთვის, რომ შინაური ცხოველები თავიანთ პატრონებს, გარეგნობით ემსგავსებიან. ეს შესაძლოა იყოს საქციელი, გარკვეული ჩვევები და მიმიკებიც კი.

ეს არ არის ერთეული შემთხვევა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და მსგავსი მოვლენის მოწმენი, საკმაოდ ხშირად ვართ. ამ ფენომენის წარმოქმნის მიზეზებმა,  მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერი დაფიქრა.

 

 

 

 

 

 

პირველებს, ვისაც თავში აზრად, ძაღლებისა და მათი პატრონების გარეგნული მსგავსების თაობაზე, დოკუმენტური ტესტირების ჩატარება მოუვიდათ, იყვნენ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერ-ფსიქოლოგები: მაიკლ როი და ნიკოლას კრისტენფელდი. მათ 45 ძაღლსა და მათ მფლობელებს ფოტოები გადაუღეს. ექსპერიმენტში 20-მა ჯიშიანმა ძაღლმა და 25-მა მეტისმა მიიღო მონაწილეობა. ასევე, ამ ექსპერიმენტში მეცნიერებს, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის უნივერსიტეტის სტუდენტები ეხმარებოდნენ.

მეცნიერებმა, გადაღებულ ფოტოებზე, ძაღლების და მათი მფლობელების გამოსახულება კომპიუტერულად განაცალკევეს და დამხმარე სტუდენტებს ცალ-ცალკე აჩვენებდნენ. მათ ძაღლების და მათი პატრონების წყვილები თავად უნდა შეედგინათ. სტუდენტები ამ დავალებას ინტუიტიურად მიუდგნენ და წყვილებს ვიზუალური მსგავსების თანახმად აჯგუფებდნენ.

მონაცემების თანახმად, ფსიქოლოგები, მაიკლ როი და ნიკოლას კრისტენფელდი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანი ქვეცნობიერად, თავის მსგავს ძაღლს ირჩევს, ისევე როგორც, ადამიანი ცხოვრების თანამგზავრს, მსგავსი ინტერესებისა თუ მსოფლმხედველობის მიხედვით იძენს.

შინაური ცხოველებისა და მათი პატრონების მსგავსების შესახებ, ჯინი გრეჰემ სკოტიც თავის წიგნში – „თქვენ, როგორც თქვენი ძაღლი გამოიყურებით?“, განიხილავს.

ამერიკელი ავტორი ირწმუნება, რომ შინაური ცხოველის გარეგნობაზე და ხასიათზე ყველაზე მეტად, იმ კონკრეტულ ადამიანთან ხანგრძლივი თანაცხოვრება ახდენს გავლენას.

მაგალითად, ნებისმიერი ძაღლის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ მისთვის მისი პატრონის მანერების კოპირება, უბრალოდ აუცილებელია. ასე მუშაობს მგლების იერარქიული სისტემა: საკუთარი არსებობის გაადვილებისთვის, ხროვის ყოველივე წევრი, მეთაურს უნდა ჰგავდეს.

ამიტომაც, შინაური ძაღლები, პატრონის თვალსაჩინო პიროვნულ თვისებებს, ძალიან სწრაფად გადაიღებენ ხოლმე: სიკეთე, აგრესია, სიმშვიდე, მღელვარება, გახსნილობა და ა.შ.

რაც უფრო დიდხანს ცხოვრობს ძაღლი თავის პატრონთან, მით უფრო ხშირად უყურებს ის სამყაროს მისი თვალებით. რაც პატრონისთვის ნორმაა, ცხოველისთვისაც ბუნებრივია. მოუწესრიგებლობა თუ აკურატულობა, ხარისხიანი თუ არაჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა თუ ჯანმრთელობა, ერთდროულად როგორც პატრონის, ასევე მის შინაური ცხოველის გარეგობაზე აისახება. ამიტომაცაა, რომ ცხოველები და მათი პატრონები ასე ძალიან გვანან ერთმანეთს. ასევე, ცხოველის გარეგნობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი პატრონის რეალური ცხოვრების შეფასება.

ჯინი გრეჰემ სკოტი ფიქრობს, რომ ხანში შესული ძაღლები, რომლებიც თავის პატრონებთან მთელი ცხოვრება ცხოვრობდნენ, უფრო მეტად გვანან მათ, ვიდრე ამ ადამიანის შვილები.

გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი ადამიანის ფოტოს, საკუთარ ძაღლებთან ერთად: