რა ღონისძიებებია დაგეგმილი ვაკის პარკში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით – მერია განცხადებას ავრცელებს

დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში სხვადასხვა სახის საბავშვო გასართობი ღონისძიებები სხვადასხვა ადგილასაა დაგეგმილი.
ამ დღეს გაიმართება კონცერტები, სპექტაკლები, გამოფენები… მთელი დღის განმავლობაში, ბავშვების განწყობაზე  ზღაპრის გმირები იზრუნებენ და უფასოდ იფუნქციონირებს ნაყინის აპარატი.

კონცერტი – 11:30:00-20:30 სთ.
მონაწილეები:
• ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო;
• მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლები;
• საბავშვო სტუდია “candy”;
• მე-20 სახელოვნებო სკოლა;
• საბავშვო სტუდია “ბზიკები”;
• საბავშვო სტუდია “ბასტი-ბუბუ”;
• საბავშვო სტუდია “დო-რე-მი”;
• მე-19 სახელოვნებო სკოლა;
• საბავშვო სტუდია “მეკო”.

სივრცეში დაგეგმილი აქტივობები – 12:00-20:30 სთ.
• კონტაქტური ზოოპარკი;
• თოჯინების თეატრი;
• მოძრაობის თეატრი;
• საბავშვო-გასართობი სადგურები 20-ზე მეტ ლოკაციაზე;
• მხიარული სტარტები;
• სმარტფოტო;
• გიფერი;
• საპნის ბუშტების შოუ.

საგამოფენო სივრცე -11:30-20:30 სთ.
• მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების გამოფენა;
• სახელოვნებო სკოლების გამოფენა;
• შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა;
• სოციალური საწარმოების ნამუშევრების გამოფენა.

ღონისძიებები თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ვაკის რაიონის გამგეობის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება.