რეპერმა ტიმატიმ მოსკოვში მოდის ჩვენება გამართა

მაღაზიათა ქსელმა „რუსეთის არმია“ და რეპერი ტიმატის ბრენდმა Black Star სამხედრო სტილში საერთო კოლექცია წარმოადგინეს, რასაც „შავი ვარსკვლავი“ უწოდეს.

ამის შესახებ რუსული ინტერნეტ-მედია საშუალება „sputnik-georgia.com” -ი წერს.

სამოსის ხაზის პრეზენტაცია რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. მან ტიმატისგან მიიღო საფირმო სამხედრო ქურთუკი, რომელიც განსაკუთრებული დიზაინით შეიქმნა.