რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერი გზიდან გადავარდა, მძღოლს ამ დრომდე ვერ პოულობენ

რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერის მარკის სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შემთხვევა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ტრაილერის მძღოლის კაბინა.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. მათი განცხადებით, მძღოლს დაზიანებულ კაბინაში ჯერჯერობით ვერ პოულობენ.