„რკინიგზელთა პროფესიული კავშირი“ „საქართველოსთან რკინიგზასთან“ მოლაპარაკებებში ჩაერთვება

პროფესიული კავშირის გამგეობის სხდომა ჩატარდა. სხდომის შემდეგ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვიტალი გიორგაძემ განაცხადა:

„რკინიგზელთა  პროფესიული კავშირი გაფიცვის კონკრეტულ თარიღს არ დაასახელებს,  „საქართველოსთან რკინიგზასთან“ მოლაპარაკებებში ჩაერთვება.

ამ საკითხთან დაკავშირებით შედგა ჩვენი ორგანიზაციის გამგეობის სხდომა. თუ რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან იქნება კეთილგონივრული და წესიერი მოლაპარაკებები წარმართული, ამ შემთხვევაში, თავიდან ავიცილებთ გაფიცვას.

იმედია, ყველა მხარე გააკეთებს ყველაფერს, რომ თავიდან ავიცილოთ პროტესტი. თუ დავინახავთ, რომ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს კეთილსინდისიერად, ადმინისტრაცია არ არის განწყობილი კონსენსუსისთვის, მაშინ ორგანიზაციას საგაფიცვო პროცედურების კონკრეტული გეგმა აქვს“.