“როდის არ შევიფარეთ ვინმე, არ დავაპურეთ, მიწა არ გავუყავით, არ ვანუგეშეთ… მადლობის გადახდა კი არა, სულ ძმრად გვადინეს ეს ტოლერანტობა”

დედაქალაქის მერიის თანამშრომელი ნინო კვაჭანტირაძე, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ამბობს, რომ მიგრანტების შესახებ გაეროს შეთანხმება, ავსტრალიის ინტერესებს არ პასუხობს.

“ყველას, ყველას!
კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ამ სტატუსს, იმიტომ რომ, დავიღალეთ მოწოდებებით, რომ უნდა ვიყოთ შემწყნარებლები რელიგიური უმცირესობების, ლგბ-ტეების, სხვა ეროვნებების მიმართ, არადა, ამ ქვეყანას ტრადიციულად არცერთი არ აკლდა, ეს მაშინ, როცა სხვადასხვა ევროპული ქვეყნები ამაზე ზედმეტად არავის აძლევენ ლაპარაკის უფლებას…

როდის არ შევიფარეთ ვინმე, არ დავაპურეთ, მიწა არ გავუყავით, არ ვანუგეშეთ, მადლობის გადახდა კი არა, სულ ძმრად გვადინეს ეს ტოლერანტობა. … ხოდა, დედამიწაზე უძველესი და გადაუშენებელი ქვეყანა ვართ და დიახაც, ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს მოთხოვნები იმათ მიმართ, ვისაც აქ ჩამოცხოვრება სურს და ლერწამის ღეროსავით არ უნდა დავქანაობდეთ რეზოლუციებზე და გუშინ გამომცხვარი ორგანიზაციების მითითებებზე…
წაიკითხეთ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადება ქვეყნის სახელით!

ემიგრანტებს მართებთ ადაპტირება და არა ავსტრალიელებს… გნებავთ მიიღეთ ეს და გნებავთ – არა. მე უკვე დავიღალე ამ ხალხის საყვედურებისგან, რომ ჩვენ პატივს არ ვცემთ მათ დ მათ კულტურას.

ჩვენი ერი ორასწლოვან ბრძოლებში გამოიწრთო, მილიონობით ჩვენი თანამემამულე, კაცი თუ ქალი, იბრძოდა თავისუფლებისათვის. ძირითადად ჩვენ ვლაპარაკობთ ინგლისურად და არა იაპონურად, არაბულად, ჩინურად, რუსულად ან სხვა რომელიმე ენაზე! ავსტრალიელთა უმრავლესობას სწამს ღმერთის! ეს მემარჯვენე ქრისტიანული ფრთის პოლიტიკური იმპულსი არ გახლავთ, ეს ფაქტია, რადგან ქრისტიანებმა დააფუძნეს ჩვენი ერი და ეს ნათლად დოკუმენტირებულია.

შესაბამისად, ნორმალურია ეს აისახოს ჩვენი სკოლის კედლებზე. თუ თქვენთვის ეს შეურაცხმყოფელია, გთავაზობთ საცხოვრებლად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილი აირჩიოთ, რადგან ღმერთი ჩვენი კულტურის ნაწილია.

ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს რწმენას და არ გეკითხებით, რატომ! ერთადერთი, რასაც თქვენგან ვითხოვთ, – თქვენც ასევე პატივი სცეთ ჩვენს რწმენას და მშვიდობიანად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში.

ეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა და ჩვენი ცხოვრების წესია. ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, ჩვენთან ერთად, თქვენც ისარგებლოთ ამ ყველაფრით. მაგრამ თუ თქვენ გამოთქვამთ პრეტენზიებს და დაიწებთ ტირილს, რომ გზაფრავთ ჩვენი დროშა, ჩვენი ქრისტიანული რწმენა და ცხოვრების წესი, მაშინ მე გთავაზობთ ისარგებლოთ ავსტრალიის კიდევ ერთი თავისუფალი არჩევანის უფლებით: “უფლებით წაბრძანდეთ ქვეყნიდან!”

თუ თქვენ აქ ცუდად გრძნობთ თავს, მაშინ დატოვეთ ქვეყანა. ჩვენ ხომ ძალით არ ჩამოგვიყვანიხართ, თქვენ ითხოვეთ აქ ცხოვრების უფლება.

ჰოდა შესაბამისად პატივი ეცით და მიიღეთ ის ქვეყანა, ვინც თქვენ შეგიფარათ!”, – წერს ნინო კვაჭანტირაძე.