რომის პაპმა ფრანცისკემ “მამაო ჩვენოს” ტექსტი შეცვალა

რომის პაპმა ფრანცისკემ იტალიური ლოცვის, “მამაო ჩვენოს” ტექსტი შეცვალა – აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას სპეციალიზირებული გამოცემა  Avvenir-ი ავრცელებს.

ლოცვის ახალმა რედაქციამ ბევრი კათოლიკე მღვდლისა და მრევლის აღშფოთება გამოიწვია.
თეოლოგები და კათოლიკე მღვდელთმსახურები ტექსტის შეცვლაზე 16 წელზე მეტი ხანია მუშაობენ, ახალი ვარიანტი კი ვატიკანმა 22 მაისს დაამტკიცა.

ახალ რედაქტირებულ ტექსტში “და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა” შეცვლილია “ნუ მოგვცემ განსაცდელს დავემორჩილოთ”. 

რომის პაპი ფრანცისკე „მამაო ჩვენოს“ ტექსტში ცვლილების ინიციატივით 2017 წლის 7 დეკემბერს გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ლოცვა ინგლისურ და სხვა ენებზე არასწორია, რადგან „შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღმერთი ირჩევს შეგვიყვანოს თუ არა განსაცდელში“.

“ღმერთი ჩვენ არ გვივლენს განსაცდელს, არამედ, გვეხმარება დაცემის შემდეგ აღვდგეთ… ეს ცუდი თარგმანია, რადგანაც აქ საუბარია ღმერთზე, რომელიც მოწადინებულია განსაცდელის მოვლენით. ის, ვინს მოწოდებულია განსაცდელით, არის სატანა, ეს სატანის როლია” – განაცხადა მაშინ პაპმა.