„რომ არა აზერბაიჯანი, ქართველებს კულტურა არ გექნებოდათ,“ – აზერბაიჯანელ მეცნიერთა კავშირი საქართველოს

აზერბაიჯანული მედია, აზერბაიჯანელ მეცნიერთა კავშირის სახელით, საქართველოს წინააღმდეგ კვლავ მწვავე განცხადებებით გამოდის.
„ტერიტორია, სადაც დღეს ქართველები ცხოვრობთ და რომელზეც დიდ პრეტენზიებს გამოთქვამთ, ალბანური სახელმწიფოს, თბილისის ემირატის ნაწილია.
თბილისის ემირატში, რომელიც 300 წლის განმავლობაში არსებობდა, აზერბაიჯანელმა ხალხმა უძველესი კულტურა შეიტანა. უამრავი აზერბაიჯანელი მეცნიერი მოღვაწეობდა „თიფლისის“ სახელით. თუ წიგნებიდან არ გინდათ სიმართლე გაიგოთ, აზერბაიჯანელი მეცნიერებისა და ისტორიკოსების შესახებ, ისევ თქვენი ისტორიით იხელმძღვანელეთ,“ _ წერს აზერბაიჯანული მედია.