„როსტურიზმმა“, საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა დაასახელა

ამ ეტაპზე დაახლოებით 1,5 ათასი რუსი ტურისტი იმყოფება სქართველოში. მათი სამშობლოში დაბრუნება 8 ივლისამდე უნდა განხორციელდეს, – ეს ინფორმაცია, „როსტურიზმის“ საიტზე გამოქვეყნდა.
საიტზე აღნიშნავენ, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში სამოგზაურო ტური 21 ივნისიდან შეიძინეს, ხელშეკრულების პირობების შეცვლის, ან მისი გაუქმების უფლება ექნებათ.
ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.