როუხანიმ განაცხადა, რომ ირანს ომი არ სურს

ირანის პრეზიდენტმა ხასან როუხანიმ საფრანგეთის ლიდერთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ თეირანს ომის სურვილი არ აქვს.

„ირანი არ არის დაინტერესებული რეგიონში დაძაბულობის გაძლიერებაში და არავისთან ბრძოლა არ სურს, მათ შორის, არც  აშშ-თან“, – აღნიშნა ირანის ლიდერმა.