რუსეთისა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრების შესაძლო შეხვედრა იგეგმება

რუსეთის ელჩმა საფრანგეთში ალექსეი მეშკოვმა, რუსეთისა და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრების, დიმიტრი მედვედევის და ედუარ ფილიპას შესაძლო შეხვედრის აქტიური მომზადების შესახებ განაცხადა.
რუსეთის საელჩოში, რუსეთის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას, მეშკოვმა აღნიშნა, რომ ფრანგულ-რუსულ ურთიერთობებში პოზიტიური ურთიერთობების და აქტიური კონტაქტების პერსპექტივა ჩანს.