რუსეთის დუმის თავმჯდომარე – საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო რუსული დელეგაციის თავდასხმისა და მუქარისგან დაცვა

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ჩატარების დროს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების ნორმებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„ასამბლეის სესიის ჩატარების ადგილი და საორგანიზაციო საკითხები წინასწარ იყო შეთანხმებული ქართულ მხარესთან. საქართველო, როგორც ორგანიზატორი, პასუხისმგებელია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებასა და მისი მონაწილეების უსაფრთხოებაზე. ქართულმა მხარემ ვერ უზრუნველყო ვერც ღონისძიების ჩატარება, და ვერც რუსული დელეგაციის თავდასხმებისაგან და მუქარებისგან დაცვა“, – განუცხადა ვოლოდინმა რუსულ მედიას.

მისივე თქმით, რადიკალური ძალების აქცია მიმართულია არა მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლების, არამედ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 25-ვე წევრი ქვეყნის წინააღმდეგ.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა გუშინ დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და “ქართული ოცნების” წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და მის გადადგომას მოითხოვა. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ.

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო უკვე  დატოვა.