რუსეთის მოქალაქეებს, საქართველოში სამოგზაურო ტურების გაუქმების ხარჯების კომპენსირებას დაპირდნენ

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, თუ სახელმწიფოს ფედერალური ორგანოების მხრიდან, ტურების გაყიდვის და რეგულარული რეისების შესრულებაზე, გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, ტურისტებს დახარჯული თანხა სრულად აუნაზღაურდებათ. აღნიშნულის შესახებ, ტელეარხ „РЕН ТВ“- თან ინტერვიუში, რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის დირექტორი მაია ლომიძე აცხადებს.
ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.