რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შესაძლებლობა დაადასტურა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობას ადასტურებს.
დონალდ ტრამპის მრჩეველი, ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში – ჯონ ბოლტონი აღნიშნავს, რომ დიდი ოცეულის სამიტზე, რომელიც იაპონიის ქალაქში, ოსაკაში 28-29 ივნისს ჩატარდება, ტრამპი პუტინთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.
ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.