რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში ხანძრის შედეგად 14 მეზღვაური დაიღუპა

1 ივლისს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სასწავლო-კვლევითი აპარატზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად 14 მეზღვაური მოიწამლა და დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა. აპარატი ამ დროისთვის სევერომორსკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზეა გადატანილი.

„პირველ ივლისს რუსეთის ტერიტორიულ წყლებში სასწავლო- კვლევით ღრმაწყლოვან აპარატზე, რომელიც განკუთვნილი იყო რუსეთის საზღვაო ფლოტის ინტერესების გათვალისწინებით მსოფლიო ოკეანის ფსკერისა და ქვედა სივრცის შესასწავლად, ბატიმეტრული გაზომვების დროს ხანძარი გაჩნდა.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.