რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ახალი თანამდებობა დაემატა

შეიარაღებულ ძალებს რუსეთში, ახალი თანამდებობა, მთავარი სერჟანტი დაემატა. ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის მიერ გავრცელებულ განცახდებაშია ნათქვამი.

„მთავარი სერჟანტი მეთაურის პირველი დამხმარე იქნება. ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებს ოფიცრის შეცვლას, მოაგვარებს დისციპლინის საკითხსაც და დააკვირდება თითოეულ ჯარისკაცს მათი კარიერული ზრდის და წოდების მიხედვით,“ – განაცხადა სამხედრო ძალების ხელმძღვანელმა ალექსანდრ დვორნკიმა.