რუსეთში ტყის მასშტაბური ხანძრები მძვინვარებს (ვიდეო)

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  ხანძრის 130 კერა დაფიქსირდა. რის შედეგადაც 44,6 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა, ამის შესახებ ინფორმაციას, შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოლქის სატყეო დეპარტამენტი ავრცელებს.

„18 ივნისის 00:00 საათის მდგომარეობით, ერთ დღე-ღამეში ცეცხლით მოცული ტერიტორიის ფართობმა 44 649 ჰექტარი შეადგინა“, — ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში გაჩენილი ხანძრის 133 კერიდან ჩამქრალი ოცდათექვსმეტია.  ამ დროისათვის კი, 97  კერა იწვის.