რუსეთი აშშ-ს და ევროკავშირს, სირიის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებს

რუსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს სირიის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შეჩერებისკენ მოუწოდებს.

რუსეთი თვლის, რომ სირიას, სანქციები ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევაში ვერ ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთისა და სირიის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, გააუქმონ სირიის წინააღმდეგ მიმართული სანქციები. აღნიშნული სანქციები სირიაში ჰუმანიტარული პრობლემის გადაჭრის პრობლემას ვერ ეხმარება.“ – აღნიშნულია განცახდებაში.