რუსეთი მომავალ თაობაზე ზრუნვას პრიორიტეტად მიიჩნევს

„უნდა  გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რომ ჩვენი მოზარდ თაობას განვითარებისთვის, ღირსეული გარემო შევუქმნათ. უნდა უზრუნველვყოთ, მოზარდების სათანადო განათლება, რათა მათ პიროვნული რეალიზება შეძლონ“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ დღეს, ბავშვთა დაცვის დღეს განაცხადა.

„ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი საზოგადოების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების მთავარი საყრდენი ძალაა. ბავშვებზე ზრუნვა უფროსების საპასუხიმგებლო მისიაა,“ _ განაცახადა სპიკერმა.