რუსეთი მხარს დაუჭერს საქართველოს ინიციატივებს დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  რუსეთი მზად არის აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან და ამ საკითხში საქართველოს ინიციატივებს მხარს დაუჭერს.

სანკტ-პეტერბურგი, 26 ივნისი, РИА Новости.

რუსეთის ფედერაცია მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზაზე და მხარს უჭერს თბილისის ნებისმიერ ინიციატივას ამ მიმართულებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ეს (ურთიერთობების ნორმალიზაცია) ჩვენი ორი ხალხის ინტერესებშია. მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებას “, – განაცხადა მან ბრიფინგზე.

მანამდე საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის იმედი გამოთქვა პარტია „საქართველოს სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარემ, მიხეილ ჟღენტმა, ხოლო ოპოზიციური ქართული ტელეკომპანია „მთავარი არხი“ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მოსკოვი და თბილისი აქტიურად მუშაობენ დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად და მოსკოვში საქართველოს საელჩოს გასახსნელად.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის ამიერკავკასიასთან დაკავშირებული დისკუსიებით; ასევე, გრიგორი კარასინისა (რუსუ სენატორი) და ზურაბ აბაშიძის (საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი  რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების თაობაზე) მოლაპარაკებების ფარგლებში  2012 წლიდან პრაღაში იმართებოდა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა. თბილისი არ ცნობს ამ რესპუბლიკების სუვერენიტეტს და მათ თავისად, ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს.

2023 წლის მაისის შუა რიცხვებიდან რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ფრენების აკრძალვა. საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ყოველი 180 დღიდან 90 დღემდე შეუძლიათ დიპლომატიური, ოფიციალური, კერძო, საქმიანი, ტურისტული, ჰუმანიტარული მიზნებისთვის და მოკლევადიანი განათლების მიღების მიზნით.

წყარო:

https://ria.ru/20240626/gruziya-1955603294.html