რუსეთში ბინის საბაზრო ღირებულება მკვეთრად გაიზარდა

რუსეთში  ბინის საბაზრო ღირებულება  იზრდება. მაისის თვეში ბინის კვადრატული მეტრის ფასი, 70,2 ათას რუბლს შეადგენდა.

ახლი კი, სურათი რადიკალურად შეცვლილია.  მაგალითად რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში, ბინებზე ფასი თითქმის 30%-ით გაიზარდა. კრასნოდარში კი, ფასმა  თითქმის 1,6%-ით მოიმატა.  წლის განმავლობაში დედაქალაქ მოსკოვში, კვადრატულ მეტრზე ფასი 7%-ით მომატებულია.

როგორც, ანალიტიკოსები აცხადებენ, ფასის ზრდა ეროვნული ვალუტის დევალვაციისა და კანონპროექტების ცვლილებების ბრალი უნდა იყოს. რუსეთში აცხადებენ, რომ შესაძლოა ფასების ზრდის გამო, ხალხმა ბინები აღარ შეიძინონ.