რუსეთში, ივანოვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

რუსეთში, ივანოვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი პავლე კონკოვი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა.

„გამოძიების ინფორმაციით, პავლე კონკოვი, გრიშინთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, რომლებიც ჯერ გამოვლენილნი არ არიან, ბიუჯეტიდან ფულს იპარავდა.  ფული, ჯერ კიდევ გაუხსნელი მაქინაციებით, კომპანია „პროდოს“ ანგარიშზე ირიცხებოდა. მოპარული თანხის ოდენობა 700 მილიონ რუბლს შეადგენს,“ –  აცხადებენ უწყებაში.

პავლე კონკოვი 2013 წლიდან გუბერნატორის პოსტზე დროებით შემცველად იყო დანიშნული, ხოლო 2014 წელს, მან არჩევნებში ხმათა 80,32 %  მიიღო და გუბერნატორის პოზიციაზე 2017 წლამდე იმუშავა.