რუსეთში საცხოვრებელ პუნქტებში სასტუმროს განთავსება იკრძალება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კანონს, რომელიც საცხოვრებელ პუნქტებში სასტუმროების განთავსებას კრძალავს, ხელი მოაწერა.
კანონი ძალაში 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შევა.
დოკუმენტში ცალსახად საუბარია, რომ დასახლებულ პუნქტებში, მრავალოთახიან სახლებში, სასტუმროების განთავსება მიუღებელია.
კანონი რუსეთის პარლამენტს მეოთხე მოსმენით, 6 მარტს უნდა მოეღო, თუმცა დეპუტატთა საერთო გადაწყვეტილებით, ბიზნესისათვის ახალ რეგულაციასთან შესაგუებლად, ამ დრომდე გადაიდო და ძალაში არ შესულა.