რუსეთში, ქუჩაში ვალუტის კურსის ამსახველი ტაბლოების განთავსება აიკრძალა

რუსეთში, ქუჩაში ვალუტის კურსის ამსახველი ტაბლოების განთავსება აიკრძალა.

ცენტრალური ბანკის შესაბამისი ბრძანება ძალაში, დღეიდან შევიდა.

ტაბლოების აკრძალვის წინადადება ჯერ კიდევ თებერვალში წამოაყენეს. ამის თაობაზე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განმარტა, რომ აკრძალვა არ ვრცელდება ბანკების შენობების ფანჯრებსა და ვიტრინებზე, ხოლო ეს ინიციატივა მიმართულია ვალუტის გაცვლის უკანონო პუნქტების წინააღმდეგ, რომლებიც ბანკების საოპერაციო სალაროების სახით ინიღბებიან.

ბრძანება ოფიციალურად 23 აპრილს გამოქვეყნდა. ის ამოქმედებამდე 30 დღეს ითვალისწინებდა.

როგორც ექსპერტები საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან აცხადებენ, ცენტრალური ბანკის ინიციატივა არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით დადებითია, მაგრამ ეს ნაბიჯი, დიდი ალბათობით, ვალუტის გაცვლის ნახევრად ლეგალური პუნქტების მუშაობას ვერ აღკვეთს.