რუსთაველზე აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი, ირაკლი ნადირაძე, „ევროპული საქართველოს” ლიდერები გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები.

ამ წუთებში აქციის მონაწილეებს სიტყვით აქციის სპიკერი მიშა მშვილდაძე მიმართავს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები თუმცა, ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე რუსთაველის გამზირზე, ქუჩის გადაკეტვა საჭირო არ გახდა.