დარბეული “რუსთაველის” გამზირი, დაკავებულები და საავადმყოფოში გადაყვანილები – “რუსთაველის” მძიმე ღამის შედეგები

საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა. აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ. ისინი სამართალდამცველებს ხელკეტებით და სხვადასხვა ნივთით დაუპირისპირდნენ.

ბოლო ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების შედეგად აქციის 14 მონაწილე და 38 სამართალდამცველი დაშავდა. აქციაზე რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტიც დაშავდა.

ცრემლმდენი გაზის გაშვებამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების მიმართ გაფრთხილება გაავრცელა.

ცოტა ხნის წინ აქციაზე დაძაბული ვითარება იყო, არსებული ინფორმაციით 10-მდე სპეცრაზმელი დაშავდა, ასევე ცუდად გახდა ერთი პოლიციელი. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. პარლამენტში იმყოფება პრემიერი მამუკა ბახტაძე, შს მინისტრი გიორგი გახარია.

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო უკვე  დატოვა.   დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და “ქართული ოცნების” წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მის გადადგომას მოითხოვს. პარლამენტში მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ასევე განცხადება გააკეთეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ.

LIVE: Thousands of protesters attempt to storm Georgia’s parliament building in Tbilisi.

LIVE: Thousands of protesters attempt to storm Georgia’s parliament building in Tbilisi.

Posted by NBC News on Thursday, June 20, 2019