რუსთავის მახლობლად დიდი რაოდენობით კალიები გამოჩნდნენ

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც დიდი რაოდენობით კალიებია გადაღებული.

„ამ წუთებში კალიების არმია რუსთავისკენ მიემართება“, – ამ სათაურით ვიდეოს Facebook-ზე info rustavi ავრცელებს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ამის შესახებ მათ უკვე აცნობეს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახურს და ისინი ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს.

ამ წუთებში | კალიების "არმია" რუსთავისკენ მიემართება

Posted by Info rustavi on Wednesday, June 12, 2019