რუსი ბიზნესმენები აფხაზური რეჟიმის წინააღმდეგ

საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია, “რუსული ხმა” რუსეთის სახელმწიფო დუმას, აფხაზეთის დაფინანსების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალი www.infoarmy.ge ავრცელებს.

აღნიშნული გვერდს ინფორმაციითვე, ირკევევა, რომ  რუსეთის ფედერაცია აფხაზეთისთვის, ფაროსანასთან საბრძოლველად,  133,1 რუბლის გადაცემას აპირებს.

“გატყობინებთ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხშირად ირღვევა რუსეთის მოქალაქეების უფლებები. ბიუჯეტიდან  აწვდით ფულს აფხაზეთს, სადაც ძალიან ხშირად, უხეშად ირღვევა ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები. ის ფული, რომელსაც თქვენ გამოყოფთ, რეალურად პრობლემების მოსაგვარებლად არ იქნება გამოყენებული. მას აფხაზეთის “მთავრობა” ბოროტად გამოიყენებს. მათ შესაძლოა ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემები მომავალ წელსაც გაუჩნდეთ, რასთან გამკლავებასაც რუსული ფულის გარეშე არ მოინდომებენ.” – აღნიშნულია “რუსული ხმის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, “რუსული ხმა” რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრსაც მიმართავს და სთხოვს, აფხაზეთი, რუსი ტურისტებისათვის, საშიშ რეგიონთა სიაში შეიყვანოს. მიზეზად “რუსული ხმა” აფხაზეთის ტერიტორიაზე ნარკოტიკების გავრცელებას, ტურისტების მოტაცებასა და გახშირებულ თავდასხმებს ასახელებს.